„გოგაშვილი ცდილობს თავისი ბინძური ტყავის გადარჩენას დრო ყველაფერს დაფქვავს დაელოდეთ“ – მალხაზ მაჩალიკაშვილი

„როცა ადამიანი მაღალი დონის პროფესიონალია თავისი საქმეში როგორიც ქალბატონი ინგა გრიგოლია მას არ უნდა დაუჯდეს ეთერში ისეთი ადამიანი როგორიც არის სოსო გოგაშვილი,“ – ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ გოგაშვილი საკუთარი „ტყავის გადარჩენას“ ცდილობს:

„მხდალი და ლაჩარი არსება, რომელიც ცდილობს მთელი ტყუილების ბლაყუნით რაღაცის გასაჯაროებას და ცდილობს თავისი ბინძური ტყავის გადარჩენის მიზნით რაღაც არ არსებული საზოგადოებას ეჭვი გაუჩინოს, სოსო გოგაშვილო და ირაკლი ჩიმაკაძე დიდ შარში ხართ, ძალიან დიდ შარში, რომ იცოდეთ თქვენს“ ნასეტკებთან“ ერთად, „ნასედკები“ კი ყველა ეროვნებისა გყავთ ხეობიდან დაწყებული აჭარამდე.

ამ დანაშაულს ვერსად გაექცევით, ტყუილად გაფთხალებთ ჩატაევი მიშას და მერაბიშვილისთვის დიდი დამნაშავე საშიში პიროვნება იყო, რომელიც ქვეყანას საფრთხეს უქმნიდა და ციხეშიც ამიტომ ჩასვეს, მაგრამ თქვენ რახან თქვენი პირდაპირ მოკავშირე იყო გაათავისუფლეთ, ქართულ ჯიგრულ პონტში და გაუშვით თქვენი საქმეზე, რაღაც რაღაცების მოსაგვარებლად, მაგრამ მან ის ვერ შეძლო და თქვენც ზუსტად ის ვერ აპატიეთ.

დრო ყველაფერს დაფქვავს უეჭველად დაელოდეთ,ისე ჩემი რჩევა იქნება ქვეყნიდან გაქცევა არ გადაწყვიტოთ აქ უფრო უსაფრთხოდ იქნებით მანამ სანამ თქვენი კოშმარები არ დაიწყება,“ – წერს მაჩალიკაშვილი.

მსგავსი თემები