„გირჩის“ საარჩევნო სია ჩაიხსნა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პოლიტიკური პარტია „გირჩის“ საარჩევნო სია რეგისტრაციიდან ჩახსნა. განკარგულებას ხელი ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ მოაწერა.

დოკუმენტის მიხედვით, „გირჩს“ საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდა და სია ჩაიხსნა პარლამენტის წევრობის კანდიდატების 8-დან 129 ნომრის ჩათვლით. „გირჩის“ სიაში დარჩნენ ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო და ლევან ჯგერენაია.

შეგახსენებთ, რომ  „გირჩის“ გადაწყვეტილება პარტიული სიის ჩახსნის შესახებ ალექსანდრე რაქვიაშვილისთვის სადეპუტატო მანდატის მინიჭებას უკავშირდება.

მსგავსი თემები