“ლელოს” წინადადება ნიკა მელიას გათავისუფლების შესახებ “ნაციონალური მოძრაობისთვის” მისაღებია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, “ლელოს” წინადადება ნიკა მელიას ევროპარლამენტარების თავდებობით გათავისუფლების შესახებ, მათი პარტიისთვის მისაღებია.

მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობისთვის” და თავად ნიკა მელიასთვის გირაო და ამნისტია კატეგორიულად მიუღებელია. 

“უკეთესი წინადადებაა, რადგან გირაო ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, მიუღებელია ამნისტია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც “ნაციონალური მოძრაობისთვის” ყოველთვის იყო, არის ის, რომ ნიკა უნდა განთავისუფლდეს უპირობოდ. ნიკასთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის გირაო,”- აცხადებს ხატია დეკანოიძე. 

მსგავსი თემები