„მოგკიდებ ხელს და გაგგლიჯავ“…. „ნუ მჭყლიტავ…“ – ქუჩაში სამათხოვროდ გაგდებული ბავშვები

ფარული ჩანაწერი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, საკმაოდ მძიმე მოსასმენია. საუბარია დაკავებულ მამაკაცზე, რომელიც უწყების ინფორმაციით, არასრულწლოვან დის შვილებს ამათხოვრებდა, ქუჩაში გარკვეულ ნივთებს აყიდინებდა და ძალადობდა კიდეც.

„ – თვალებიდან ვერ იყურები ბიჭო? მოდი აქ… მოდი! მ ო დ ი!

–         შე დედა….  გარეთ რომ მარტო დარჩები…

–         გამაგიჟეს…. ავადმყოფი… ავადმყოფი… (ასე უყვირის მამაკაცი ბავშვს)

–         ავადმყოფი ვარ და რა ვქნა (პასუხობს ატირებული ბავშვი).

–         რატომ ხართ ასეთი გამზრდელ ……

–         მოგკიდებ ხელს გაგგლიჯავ შე ….

–         ნი მჭყლიტავ (ტირის ბავშვი)

–         შემომაკვდები ხელზე (ისევ მოძალადე)….

ეს მცირედი ამონარიდია იმ აუდიოჩანაწერისა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შრომით ექსპლუატაციას უწევდა მეუღლის არასრულწლოვან დისშვილებს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, მოწყალების თხოვნის და წვრილმანი ნივთების გაყიდვის გზით თანხის შეგროვებას და მისთვის გადაცემას აიძულებდა, მისი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათ ფიზიკურად უსწორდებოდა.

დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები