საქართველოს ელჩი უკრაინაში დაბრუნდა

საქართველოს ელჩი უკრაინაში დაბრუნდა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, საქართველოს ელჩი უკრაინაში, თეიმურაზ შარაშენიძე კიევში დაბრუნდა. ქართველი დიპლომატი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრი კულებას უკვე შეხვდა.

საქართელოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ელჩის ადგილზე არ ყოფნის მიუხედავად, ქვეყნებს შორის, საერთაშორისო გამოწვევებსა და გეგმებზე, ხშირად იყო კომუნიკაცია. უკრაინელ კოლეგას, დღეს დავით ზალკანიანიც შეხვდება. შეგახსენებთ რომ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, 2020 წლის 8 მაისს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე, უკრაინიდან თბილისში კონსულტაციებისთვის გამოიწვია.

გადაწყვეტილება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილს სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას უკავშირდებოდა.

მსგავსი თემები