რელიგიური ნიშნით დაწყებული პრობლემიდან, პოლიტიკურ დაპირისპირებამდე – რა ხდება ბუკნარში

რელიგიური ნიშნით დაწყებული პრობლემა, რომელიც პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

სოფელ ბუკნარში, იქ სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ერთმანეთთან ცდილობს გაარკვიოს, როგორ გააგრძელონ მშვიდობიანი თანაცხოვრება, დღეს ვითარება მაშინ დაიძაბა, როდესაც ადგილზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გამოჩნდა.

წინასწარ იყო შეთანხმება, რომ სხვა და სხვა აღმსარებლობის მატარებლები, ორი პარალელური ლოცვის შემდეგ, მოლაპარაკებებისთვის ისევ შეიკრიბებოდნენ. თუმცა, დღის წესრიგი შეცვალა ოპოზიციური პარტიის წევრის, ბესიკ ქათამაძის განცხადებებმა, რომლის შინაარსიც იყო პოლიტიკური და ადრესატი- ადგილობრივი ხელისუფალი.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა წინასაარჩევნო დაპირებები გაიხსენა სოფელში, სადაც რამდენიმე დღეა ვითარება დაძაბულია და ამის მიზეზი რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტია.

ამ წუთებში, ადგილობრივი მოსახლეობა ბუკნარის კლუბში შეხვედრისთვის იკრიბება, ადგილზე იმყოფებიან საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და ადგილობრივი ხელისუფლებაც.

მსგავსი თემები