„ორ კვირაში 2 მილიონზე მეტის შემოტანა შეგვიძლია, თუმცა, ქვეყანაში გვაქვს ნების პრობლემა“ – შალვა ალავერდაშვილი

  •  

„ტურიზმის სექტორი მკვდარი და გაკოტრებულია“; „ზამთრის კურორტები ელოდებიან, კომუნალური გადასახადის თანხა მაინც ამოიღონ“; „ეს  3 ადამიანი საუბრობს „ვისწავლოთ კოვიდთან ერთად ცხოვრება-ო“, დუბაიმ ისწავლა, თურქეთმა ისწავლა, ჩვენ რატომ ვერ ვისწავლეთ“ – პანდემიის გამო, ამ და ტურიზმის სექტორთან დაკავშირებულ სხვა მწვავე საკითხებზე, „მედიაცენტრ მთავარში“ “სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა  შალვა ალავერდაშვილმა ისაუბრა.

„ტურიზმის სექტორში აბსოლუტური გაუგებრობაა. საერთოდ არც ამბობენ, რომ ეს სექტორი ოდესმე არსებობდა, სექტორის ხსენებაც კი არსადაა. მივხვდით, რომ ჩვენი სექტორი საერთოდ აღარ ვარსებობთ. ახლა უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ტურიზმის სექტორი აღვადგინოთ. ტურიზმის სექტორი გადავარჩინოთ კი არა, ხელახლა უნდა აღვადგინოთ. ჩვენ ჯავშნებს ვიღებთ თებერვლიდან – ეს არის ის მინიმალური შემოსავალი შიდა ტურიზმისთვის, რაც სასტუმროებს მხოლოდ კომუნალურების გადახდის საშუალებას მისცემს. ეს არის თებერვლის და მარტის ჯავშნები მაღალმთიან რეგიონებში და ის თემა, რომ პირველ თებერვალს ვინმე გვეტყვის, რა იქნება შემდეგი, ასე არ არის. სასტუმროს გახსნა ასე არ ხდება, სასტუმროს დღეს სჭირდება პასუხი უკვე, რომ მე ჯავშნები მივიღო თუ არ მივიღო და მოვემზადო“ – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

ისივე თქმით, ის მასალები და ნედლეული, რაც რესტორნებს და სასტუმროებს ჰქონდათ ნაყიდი, წყალში ჩაიყარა და თუ მზადებას დაიწყებენ გაურკვეველი პირობებით, უარესი პრობლემის წინაშე დადგებიან.    

„რაც ჩვენ ვიყიდეთ რესტორნებისთვის და სასტუმროებისთვის, ერთ დღეში გვითხრეს, რომ იცით, ხვალიდან და ზეგიდან აღარ მუშაობთ და ის ნედლეული დაგვრჩა, ზოგი გაფუჭდა და ზოგი გავაჩუქეთ და ახლა ისიც არ ვიცით, ეს ნედლეული ისევ უნდა ვიყიდოთ თუ არა თებერვლამდე, უნდა მოვემზადოთ თუ არა, მივიღოთ თუ არა ჯავშნები, რა არის სამოქმედო გეგმა“ – განაცხადა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ და აღნიშნა, რომ მნიშველოვანია, სექტორის უთხრან რას უპირებენ.   

მსგავსი თემები