“რემდესივირით“ მკურნალობა ქვეყნებს გამოადგათ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, პრეპარატ „რემდესივირით“ მკურნალობა ქვეყნებს გამოადგათ.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, კარგია, რომ საჭიროების შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობა საქართველოშიც არის.

„ვფიქრობ, რომ „რემდესივირი“ გამოდგა იქ, სადაც გამოიყენეს. აქტიურად არ ვერევი, ეს კლინიკური ჯგუფის პრეროგატივაა, მაგრამ ვფიქრობ, ქვეყანას გამოადგა. კარგია, რომ ქვეყანაში შესაძლებლობა არის, ვისაც სჭირდება ჩვენების მიხედვით, „რემდესივირი“ გადაისხას და მას დღეს ის ეძლევა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, მისი თქმით, სხვადასხვა გამოკითხვებით მოსახლეობის 60 პროცენტამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

„წინასწარი, სხვადასხვა გამოკითხვებით, 50-დან 60 პროცენტის ფარგლებში არის მზაობა“,-განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები