საპროკურორო საბჭომ ახალ თავმჯდომარედ მერაბ ჯერანაშვილი აირჩია

საპროკურორო საბჭომ ახალ თავმჯდომარედ მერაბ ჯერანაშვილი აირჩია.

საბჭოს წევრებმა საპროკურორო საბჭოს ახალი თავმჯდომარე ფარული კენჭისყრით, ერთხმად აირჩია. თავმჯდომარის ასარჩევად ხმათა უმრავლესობის შვიდი წევრის მხარდაჭერა საკმარისი იყო და მას მხარდაჭერა სხდომაზე მყოფმა 13-ვე წევრმა გამოუცხადა.

საბჭოს სხდომაზე საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე წევრებიდან მხოლოდ ერთი კანდიდატურა დასახელდა. მერაბ ჯერანაშვილის კანდიდატურას სხდომაზე მყოფი ყველა წევრი დაეთანხმა და კენჭისყრამდე მხარდაჭერა საჯაროდ დააფიქსირა.

საპროკურორო საბჭო ორგანული კანონით დადგენილი წესით არჩეული 15 წევრისგან შედგება. რომელიც საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეს ორი წლის ვადით ირჩევს. დღევანდელ სხდომას 13 წევრი ესწრებოდა.

საპროკურორო საბჭოს მოქმედ თავმჯდომარეს ნანა ხუნჯუას​ უფლებამოსილების ვადა ხვალ ეწურება.

მსგავსი თემები