28 წლის ვანო გვარამაძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

ახალგაზრდა ბიჭს 28 წლის ვანო გვარამაძეს დაუდგინდა ვერაგი დაავადება ანგიო სარკომა .

ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს:

„ძალიან მძიმედ არის უფულობის გამო რამოდენიმე დღეა წავიდა გერმანიაში და ექიმები ხელს არ კიდებენ თანხა რომ არ აქვს . გთხოვთ გვიშველეთ დაგვეხმარეთ ყველა , ვისაც როგორ შეგიძლიათ , ვინც გერმანიაში იმყოფებით და შეგიძლიათ თქვენც რამეში დაეხმაროთ გთხოვთ გამოგვეხმაურეთ. გერმანიაში ქალაქ დრეზდენში იუნიფერკლინიკაში წევს ეხლა ვანო. სისხლად იცლება და ეუბნებიან ფეხს მოგაჭრით და მეტს ვერაფერს ვერ გავაკეთებთო , მეტასტაზები ღვიძლზეც გადასული აქვს და ოპერაციის შემდგომ ქიმიო თერაპიები და მკურნალობა სჭირდება 100.000 დან 150.000 ევროს სთხოვენ . რის საშუალებაც ოჯახს არანაირად არ გააჩნია .

ყველაფერი მაისში დაიწყო როდესაც ავარია მოუვიდა ვანოს და ფეხის დაჟეჟილობა მიიღო, რამოდენიმე თვეში ძალიან რომ შეაწუხა ტკივილებმა მივიდა კლინიკაში და ბიოფსის გაკეთების შემდგომ დაუდასტურდა ეს ვერაგი დაავადება ანგიო სარკომა . რამოდენიმე დღეა იმყოფება გერმანიაში და უფლის და კეთილი ადამიანების იმედად არის . გთხოვთ ყველას დავეხმაროთ ვანოს როგორც შეგვიძლია , უნდა შევძლოთ ახალგაზრდა ბიჭის გადარჩენა.

გთხოვთ ვიჩქაროთ რომ არ დაგვაგვიანდეს….

მეგობრებო გთხოვთ ყველას , თუ მეტი თანხა არ გაქვთ 1 ლარი მაინც გექნებათ რომ დავეხმაროთ ოჯახს .

გთხოვთ ასევე გააზიარეთ პოსტი ბევრი კეთილი ადამიანის გულამდე რომ მივიტანოთ ვანოს მდგომარება…

თიბისი ბანკი : TBCBGE22

#GE34TB7319436080100002 GEL

#GE78TB7319436180100002 USD

#GE08TB7319436180100001 EUR

საქართველოს ბანკი: BAGAGE22

#GE10BG0000000667885400 GEL

#GE10BG0000000667885400 USD

#GE10BG0000000667885400 EUR

მიმღები : ფონდი სიკეთის კვალი

დანიშნულებაში მიუთითეთ : ვანოს გადასარჩენად

საქველმოქმედო ზარის განხორციელება შესაძლებელია საქართველოდან ჯეოსელის,მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის …დარეკეთ 0 901 700 177 ( ზარის ღირებულება 1 ლარი )“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები