გორში ძაღლი ლეკვთან ერთად მავთულით დააბეს და ნაგავზე გადააგდეს

გორში, ძაღლი ლეკვთან ერთად ნაგავზე გადააგდეს. ტომარაში, მავთულით დაბმული ძაღლები ცხოველთა დამცველმა ირმა მთიულიშილმა ნახა. ირმა მთიულიშვილი ამბობს, რომ ძაღლები სოფელ ორთაშენის ტერიტორიაზე იპოვა.

„დღეს, მანქანის გასაკეთებლად ხელოსანთან ვიყავი, სოფელ ორთაშენში. ძაღლების ტირილის ხმა მომესმა. მივედი და დამხვდა ასეთი სიტუაცია. ორივე მავთულებისგან გავათავისუფლე. ძაღლი ვერ დავიჭირე. ლეკვი წამოვიყვანე და იქნებ გავაჩუქო,“ – აცხადებს ირმა მთიულიშვილი.

მსგავსი თემები