ბაზრობების წარმომადგენლები მთავრობის წევრებს ხვდებიან და ფუნქციონირების საკითხებს ათანხმებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ადმინისტრაციაში ბაზრობების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან გააცხადა, ბაზრობების ადმინისტრაციებთან  კონკრეტული საკითხები განიხილეს, რომელიც სავაჭრო სექტორის გახსნას უკავშირდება.

ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, არის გარკვეული დეტალები, რაც შესათახმებელია იმისთვის, რომ ბაზრობებმა მუშაობა განაახლონ.

„ღია და დახურული ე.წ „ბაზრობების“ ადმინისტრაციებთან ვიმსჯელეთ როგორც არსებულ რეგულაციებზე, ასევე დამატებით ღონისძიებებზე, რომლებიც, გამოიხატება ბაზრობებზე მომუშავე პერსონალის რეგულარულ დატესტვაში. არის კონკრეტული ტექნიკური საკითხები, რომელთა გადაჭრასაც უზრუნველყოფს ორივე მხარე – სახელმწიფოც და ბაზრობების ადმინისტრაციებიც იმისთვის, რომ სექტორი გაიხსნას და მისი უწყვეტი ფუნქციონირება იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ ბაზრობებისა და სავაჭრო ცენტერბის გახსნა პირველ თებერვლამდე გადავადდა, თუმცა, შესაძლებელი იქნება თუ არა მუშაობის განახლება კონკრეტულად პირველ თებერვალს, არც ეს არის ცნობილი.

მსგავსი თემები