„შაქარაშვილმა დაზიანებები მიიღო წყალში ვარდნამდე“ – ალექსანდრე გეჯაძე „მედიაცენტრ მთავარში”

  •  

„ცალსახად ვამბობ, რომ ის დაზიანებები, რაც შაქარაშვილს აღენიშნებოდა გამორიცხულია სიმაღლიდან ვარდით ან წყალში მიღებული ყოფილიყო“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში” სამედიცინო ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ განაცხადა.

ექსპერტი მესამე კომისიური ექსპერტიზის ფორმატში გამოქვეყნებული დასკვნის საფუძველზე განმარტავს, რომ გიორგი შაქარაშვილს სხეულზე დაზიანებები წყალში ვარდნამდე ჰქონდა:

„დაიდო დასკვნა, რომ შაქარაშვილს აღენიშნებოდა სისხლნაღვენთები, მას არ ჰქონდა არანაირი ჭრილობა, სხვა არაფერი დაზიანება ჰქონდა ისეთი, რასაც შეიძლება გამოეწვია გარეგანი სისხლდენა. იყო კითხვა ხომ არ იყო შაქარაშვილი მწოლიარე მდგომარეობაში როცა მიიღო დაზიანება, ძნელია იმის თქმა, რა პოზაში უდნა ყოფილიყო შაქარაშვილი ეს დაზიანება მუცლის ქვემოთ, რომ მიეღო, არ გამოვრიცხავთ, რომ ეს დაზიანება მიეღო მწოლიარე მდგომარეობაშიც.

გვეკითხებოდნენ დაზიანებები მას აღენიშნებოდა სისხლნაღვენთის სახით და საგნები რა კუთხით ზემოქმედებნენ სხეულზე, დაიდო დასკვნა, რომ საგანი ზემოქმედებდა სხეულზე მართი კუთხით ან მასთან მიახლოებული კუთხის ზემოქმედებით.

ცალსახად შეიძლება თქმა, რომ შაქარაშვილმა დაზიანებები მიიღო წყალში ჩავარდნამდე,“ – განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები