ჯანდაცვის კომიტეტთან კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებით სპეციალური საბჭო შეიქმნა

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებით სპეციალური საბჭო შეიქმნა, რომელიც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებით და სხვა შესაბამისი დარგის სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული. აღნიშნულმა საბჭომ კომიტეტს საექსპერტო დახმარება უნდა გაუწიოს. საბჭოს პირველის სხდომა პარლამენტში დღეს იმართება:

“ჯანდაცვის კომიტეტთან შეიქმნა სამედიცინო-საკონსულტაციო საბჭო, რომელიც COVID-19 თან დაკავშირებით საექსპერტო დახმარებას გაუწევს კომიტეტს. საუბარია ახლა არსებული სიტუაცია რა არის, რეკომენდაციები რა გვექნება შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით და თუ როგორ დავგეგმავთ შემდგომ მუშაობას,” – აცხადებს ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძე.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ საბჭოს განსახილველი თემები მოიცავს ყველა იმ საკითხს, რომელიც დაკავშირებულია COVID-19-ის პანდემიასთან:

“პანდემიის მიმდინარეობის საკითხებზე იქნება საუბარი, ყველა მის ასპექტზე: მიმდინარე სიტუაციაზე, ეპიდემიოლოგიაზე, ვაქცინების პერსპექტივაზე და ასე შემდგომ და ჩვენს აზრს მოვახსენებთ ჯანდაცვის კომიტეტს, რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვანი ინსტიტუციაა,” – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მსგავსი თემები