მამის მკვლელობაში ბრალდებულ კობა წურწუმიას ბრალი კლინიკაში წარუდგინეს

მამის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს ბრალი ქუთაისის კლინიკაში წარედგინა. მას სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა ბრალი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინეს.

ბრალდებული კობა წურწუმია, რომელსაც თვითდაზიანებების მიყენების შემდეგ ოპერაცია ჩაუტარდა, ამ დრომდე კლინიკაში რჩება. სავარაუდოდ, მისი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

გამოძიების ინფორმაციით, წურწუმიამ მამა ცივი იარაღით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორი დღის წინ საკუთარ სახლში მოკლა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა.

მსგავსი თემები