თემურ წიკლაური ცოცხალია და ჰოსპიტალში მკურნალობს 

გავრცელებული ინფორმაცია მომღერალ თემურ წიკლაურის გარდაცვალების შესახებ ჭორია. მომღერალი “კოვიდ 19”-ის დიაგნოზით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, რის გამოც რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ. თემურ წიკლაურის კოვიდინფექციის შედეგად გამოწვეული თანმდევი დაავადებების გამო, თემურ წიკლაური რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ოჯახის თქმით, მდგომარეობა მძიმეა, თუმცა, სტაბილური.

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელებსა და გარკვეულ საინფორმაციო გვერდებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელებას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ ბუმბერაზ ადამიანს – თემურ წიკლაურს.   

მსგავსი თემები