ნიკოლოზ ბასილაშვილის მორიგი მოგება

  •  

2021 წელი ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის წარმატებით დაიწყო. 28 წლის ჩოგბურთელმა ანთალიის საერთაშორისო ტურნირის ერთეულთა ბადეში მეორე შეხვედრაც მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა.

ბასილაშვილმა, რომელიც რეიტინგში მე-40 პოზიციაზეა, ტურნირის პირველ წრეში იტალიელ ანდრეა არნაბოლდის სამ სეტში სძლია და 11-მატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტა. ამჯერად კი თურქ ალტუგ ჩელიკბილეკს 7:6, 6:4 აჯობა და ამისთვის საათ-ნახევარი დასჭირდა. ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე 21 წლის ავსტრიელი ალექს დემინორი იქნება. ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.

მსგავსი თემები