დედოფალმა ელისაბედმა და მისმა ქმარმა ვაქცინაცია ჩაიტარეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ორ მილიონს აღწევს. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 90 მილიონს გადააჭარბა.

მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 15 500 პაციენტი დაიღუპა.

40 000-ს გადააჭარბა გარდაცვლილთა რაოდენობამ გერმანიაში, ბრიტანეთში კი ლეტალობის მაჩვენებელი 80 ათასს აჭარბებს.

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, ელისაბედ მეორემ და მისმა მეუღლემ, ედინბურგის პრინცმა, ფილიპმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარეს. ხანდაზმული ასაკის გამო, 94 წლის დედოფალი და 99 წლის პრინცი ფილიპი, დიდ ბრიტანეთში მიმდინარე ვაქცინაციის ფარგლებში, პრიორიტეტულ ჯგუფს განეკუთვებიან.

ვაქცინის გაკეთებას მომავალ კვირას გეგმავს კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარიც. პონტიფიკოსის განცხადებით, ვაქცინაცია ეთიკური თვალსაზრისითაც აუცილებელია, რადგანაც ამით ადამიანები არამხოლოდ საკუთარ თავს, არამედ გარშემო მყოფებსაც დაიცავენ.

მსგავსი თემები