მაიკ პენსი ჯო ბაიდენის ინაუგურაციას დაესწრება

აშშ-ის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაციას დაესწრება.

შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ადინისტრაციაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ 8 იანვარს მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის თავისი შემცვლელის ინაუგურაციას არ დაესწრება.

ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

მსგავსი თემები