ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება მიღწეულია

მოსკოვში, თითქმის 10 საათიანი მოლაპარაკების შემდეგ, აზერბაიჯანი და სომხეთი „დაზავდნენ“.  შეთანხმება მიღწეულია, რომ მთიანი ყარაბაღის გამო დაწყებული საომარი მოქმედებები დღეს, 12:00 საათიდან შეწყდება.

აღნიშნული განცხადება რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ სერგეი ლავროვმა გააკეთა.

„ცეცხლი 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ჰუმანიტარული მიზნით შეწყდება, რომლის მიზანი „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ შუამავლობითა და მისი რეგულაციების შესაბამისად ომის ტყვეების, სხვა დაკავებული პირების და დაღუპულების ცხედრების გაცვლაა,“- ვკითხულობთ მხარეების ერთობლივი განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ლავროვის, ზოგრაბ მნაცაკანიანისა და ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრა დახურული იყო და საკმაოდ დიდხანს მიმდინარეობდა. სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მოსკოვში გუშინ ჩავიდნენ.

მსგავსი თემები