ქუთაისში 37 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესის განახლება გადაიდო

ქუთაისში არსებულ 37 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესის განახლება ერთი კვირით გადაიდო. ამის მიზეზი რამდენიმე ბაღში ახალი კორონავირუსული ინფექციის დაფიქსირება გახდა. კერძოდ, კორონავირუსი ერთ-ერთი ბაღის გამგეს და ბაღების რამდენიმე თანამშრომელს დაუდასტურდა.

როგორც ცნობილია, ბაღების ინფიცირებული თანამშრომლების ნაწილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ნაწილი კი თვითიზოლაციაში იმყოფება.

„ქუთაისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბერს უნდა დაწყებულიყო. კორონავირუსის დაფიქსირებისა და 11 ბაღში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, სწავლის დაწყება ერთი კვირით გადაიდო. ერთ კვირაში დავაკვირდებით როგორი ვითარება იქნება, თუმცა იმის გარანტია, რომ სააღმზრდელო პროცესი დაიწყება, არ არსებობს“, – განაცხადა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, დავით წიტაიშვილმა.

მსგავსი თემები