„ჩვენების მიღების სანაცვლოდ, გამორიცხული არ არის, კომისიის სხვა წევრებზე ზეწოლა სცადონ” – ბრალდებულის მეუღლე “მედიაცენტრ მთავარში” (ვიდეო)

საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრის, ივერი მელაშვილის მეუღლემ “მედიაცენტრ მთავარში” პრესკონფერენცია გამართა, სადაც არსებულ კითხვებს უპასუხა.

როგორც საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ბრალდებული წევრის, ივერი მელაშვილის მეუღლემ, თამარ სულაძემ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, არ არის გამორიცხული, კომისიის სხვა წევრებზე ზეწოლა სცადონ, გარკვეული ჩვენების მიღების სანაცვლოდ.

დაკავებულის მეუღლე ასევე აცხადებს, რომ წაყენებული ბრალდება ივერი მელაშვილისთვის სიკვდილზე უარესია.

კიდევ რა საკითხებზე ისაუბრა ბრალდებულის მეუღლემ “მედიაცენტრ მთავარში” იხილეთ თემები და ვიდეო:

  • დიდი უსამართლობაა…
  • ეს არის დიდი სპექტაკლი, თითქოს წინა ხელისფულების დროს მოხდა მიწების გასხვისება, დღეს კი საქართველო გადაარჩინეს;
  • როცა ღალატში დაადანაშაულეს, ეს ჩემმა მეუღლემ ვერ მოითმინა და ხელი შეუშალა ამ სპექტაკლის განხორციელებას;
  • ეს ბრალდება მისთვის დიდი შეურაცხყოფაა, ჩვენი სიმდიდრე ჩვენი პატიოსნებაა, ამ დროს მოღალატეს ეძახიან;
  • ჩემს მეუღლეს ვუთხარი, შენდა უნებურად, დიდ ძალას დაუპირისპირდი-მეთქი…
  • ეს იყო კონფიდენციალური საქმე და ჩემი მეუღლე სახლში არასდროს საუბრობდა;
  • ბერი კირიონი და სხვები არ არიან ამ საქმეში ჩახედულები, ისინი დილეტანტის დონეზე არიან;
  • აზერბაიჯანის მხარეს უნდოდა, ჩემი მეუღლე არ ყოფილიყო ამ კომისიაში, რადგან არაფერს უთმობდა;
  • მე მინდოდა გირაო და ბინას ვდებდი, მაგრამ ივერი კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა, რადგან 100%-ით მართალია, ეს ბრალდება მისთვის სიკვდილზე უარესია;
  • მისთვის მთავარი ის კი არა არის, რომ დაკავებულია, დამანგრეველია ის ბრალი, რაც წაუყენეს;
  • არ არის გამორიცხული, კომისიის სხვა წევრებზე ზეწოლა სცადონ.

მსგავსი თემები