საქართველოში კორონავირუსით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარიან ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი ოთხი პაციენტი აჭარაში მკურნალობდა.

როგორც მარიან ენდელაძემ აღნიშნა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ექვსი ადამიანი გარდაიცვალა.

„მაქვს ინფორმაცია ოთხ გარდაცვლილზე, ოთხივე აჭარაში მკურნალობდა. ესენი არიან ქალბატონები 65, 76, 80 და 90 წლის, რომელთაც ჰქონდათ თანმხლები დაავადებები. ორი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მსგავსი თემები