თელავის რაიონული სასამართლომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ქალს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ბრალდებულის ადვოკატი ლალი ჩაველაშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის 25 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. საქმის განხილვა გუშინ დახურულ სხდომაზე წარიმართა.
გამოძიება ბრალდებულს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულს ედავება, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს შვიდიდან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მკვლელობა სოფელ იორმუღანლოში 7 ოქტომბერს მოხდა. 38 წლის ქალმა 36 წლის თანასოფლელი მამაკაცი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა.