“პოლიტიკოსი არაა, თუმცა გამოვიდა და ხელი შეუშალა მათ ამ სპექტაკლის განხორციელებაში” – ივერი მელაშვილის მეუღლე თამარ სულაძე „მედიაცენტრ მთავარში“

 “მართალია, პოლიტიკოსი არაა, თუმცა გამოვიდა და ხელი შეუშალა მათ ამ სპექტაკლის განხორციელებაში” – ამის შესახებ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის მეუღლემ თამარ სულაძემ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მანვე აღნიშნა ისიც, რომ ეს არ არის 1 და 2 დღის დადგმული, წელწადნახევარია ამაზე მუშაობა მიმდინარეობდა.

„ეს არ არის 1 და 2 დღის დადგმული, წელწადნახევარია ამაზე მუშაობა მიმდინარეობდა. როდესაც ამის გამო რაღაც ღალატში დაადადანაშაულეს კომისიის წევრები, ჩემმა მეუღლემ ვერ მოითმინა იმიტომ, რომ უაღრესად წესიერი და პატრიოტი ადამიანია. მართალია, პოლიტიკოსი არაა, თუმცა გამოვიდა და ხელი შეუშალა მათ ამ სპექტაკლის განხორციელებაში, როდესაც მან თქვა, რომ არაფერი მომხდარა საქართველოს მიწების გადაცემის საწინააღმდეგოდ, ამიტომ მათ განახორციელეს ამ ორი ადამიანის მიმართ დაკავების ღონისძიება და ბრალდების წარდგენა. ჩვენ დიდი ფულის მისწრაფება არასდროს გვქონია, ჩვენი სიმდიდრე არის ჩვენი პატიოსნება, ქვეყნის სიყვარული, ესაა ჩვენთვის ყველაფერი და ამით რომ ადამიანი ცხოვრობ და ვიღაც საზიზღრობაში გადანაშაულებს, ვერ მოითმინა და გამოვიდა ამის წინაშე“,- განაცხადა თამარ სულაძემ.

მსგავსი თემები