“ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო, რომ ვიფიქროთ და ვიჭორაოთ წარსულზე, ჩვენი მთავარი მიზანია, ვიყუროთ წინ” – გიორგი გახარია

“ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო, რომ ვიფიქროთ და ვიჭორაოთ წარსულზე, ჩვენი მთავარი მიზანია, ვიყუროთ წინ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მესტიაში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის წარდგენისას განაცხადა.

„ყველა კარგად ვხედავდით, მესტია როგორ ვითარდება. დაგვაკლდა ახლა ცოტა ტურისტი, მაგრამ ზამთარში ყველამ ვნახეთ, რომ იმდენი ადგილობრივი ქართველი ამოვიდა მესტიაში, რომ ბევრ ჩამოსულზე შეიძლება კიდევ უფრო უკეთესი იყოს ის, რადგან ქართველებმა ნელ-ნელა უნდა დავიწყოთ და თავიდან აღმოვაჩინოთ ჩვენი სამშობლო, იმიტომ, რომ ბევრი ქართველი, სამარცხვინოდ და სამწუხაროდ, მესტიაში საერთოდ ნამყოფი არ იყო. ამიტომ ჯერ ჩვენს მოქალაქეებს გავაცნოთ ერთმანეთი და მერე წავიდეთ ევროპისკენ და მერე გავაცნოთ, ყველამ ერთად მთლიანად საქართველომ მესტია და ჩვენი უნიკალური ბუნება და კულტურა. ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ 31 ოქტომბერს ჩვენ ჩვენი ქვეყნის მომავალს ვწყვეტთ. ჩვენ იმდენად დარწმუნებული ვართ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მხარდაჭერაში, რომ მთავარი რაც უნდა გავაკეთოთ – ღირსეული გამარჯვება უნდა დავიცვათ. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ავყვეთ არანაირ პროვოკაციებს, ღირსებით, მოთმინებით, სამართლიან ბრძოლაში მშვიდად, კიდევ ერთხელ უნდა მოვიპოვოთ გამარჯვება და ეს გამარჯვება გავხადოთ მესტიის და სრულიად საქართველოს გამარჯვება“ – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

მსგავსი თემები