„ჩემი მეუღლე სამსახურის ამბავზე სახლში არასდროს საუბრობდა” – ივერი მელაშვილის მეუღლე “მედიაცენტრ მთავარში”

„ჩემი მეუღლე სამსახურის ამბავზე სახლში არასდროს საუბრობდა, ეს იყო კონფიდენციალური, არც მე ვეკითხებოდი, ეს არ იყო სახლში და ვიღაცასათან გასარჩევი” – ამის შესახებ საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ მიმართულ ქმედებებში ბრალდებულ ივერი მელაშვილის მეუღლემ თამარ სულაძემ “მედიაცენტ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანულ კომისიას ივერი მელაშვილის კომისიაში ყოფნა არ სურდათ.

„ჩემი მეუღლე სამსახურის ამბავზე სახლში არასდროს საუბრობდა, ეს იყო კონფიდენციალური, არც მე ვეკითხებოდი, ეს არ იყო სახლში და ვიღაცასათან გასარჩევი. როცა ეს ამბავი აგორდა და დავუსვი რაღაც კითხვები, მაშინ თქვა, ეს ბრალდებები, რასაც ამბობენ, სწორი არ არისო. საიდან დაიწყო ეს – ბერი კირიონიდან და ჯაღმაიძის განცხადებებიდან, ისინი არ არიან ამ საქმეში ჩახედული, ისინი არიან დილეტანტურ დონეზე, მათ რაც სასურველია, ის მიაჩნიათ რეალურად. სასურველი, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანისთვისაა, რომ მთელი გარეჯი ჩვენთან იყოს, მაგრამ ასევე სასურველია ოშკი, ხახული და ჩვენი მიწები, რაც იყო ჩვენთან იყოს, მაგრამ სასურველსა და რეალურს შორის ადამიანმა სხვაობა უნდა დაინახოს. მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ რაღაც გვინდა, ამას არავინ მოგვცეგმს. ამისთვის იბრძოდნენ, რომ საქართველოსთვის რაც შეიძლება საუკეთესო შეთანხმებებისთვის მიეღწიათ. გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, აზერბაიჯანულ კომისიას რამდენჯერმე უთქვამს, რომ მათ არ უნდოდათ კომისიაში ჩემი მეუღლე ყოფილიყო, იმიტომ რომ ის ერთ გოჯსაც არ უთქმობდა მათ, მათ კი უნდოდათ ვიღაც ისეთი ყოფილიყო, ცოტა რბილი, რომელიც მათ სასარგებლოდ დათმობდა რამეს, ეს კი არაფერს არ უთმობდა, არც კომპეტენცია აკლდა, რომ შეცდომით ვინმესთვის რაღაც დაეთმო, არც თავის მიწას დაუთმობდა ვინმეს.” – განაცხადა სულაძემ

მსგავსი თემები