„ნაცმოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა

გლდანში, 179-ე საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირება გრძელდება. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ რამდენიმე ათეული აქტივისტი უპირისპირდება.

ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცავია მობილიზებული. შეხლა-შემოხლაა პოლიციასთანაც.

ცოტა ხნის წინ სამართალდამცავებმა ტერიტორიიდან რამდენიმე პირი გაიყვანეს.

მსგავსი თემები