მარნეულში ნომერ მეორე საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გადასატანი ყუთის ანულირებას ითხოვენ

მარნეულში ნომერ მეორე საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გადასატანი ყუთის ანულირებას ითხოვენ. მათი თქმით, გადასატან ყუთებში ბიულეტენები გაყალბებულია, რადგან ყუთის სარეგისტრაციo ნომრები არ ემთხვევა.

მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარის ანა ილურიძის განმარტებით, ყუთი და ლუქების ნომრები დაზიანებული არ არის და მისი შედეგების ანულირება კანონის შესაბამისად არ არის საჭირო.

მსგავსი თემები