“დიმიტრი შაშკინი დემონსტაციულად და გოიმურად პისტოლეტით შეიარაღებული გადაადგილდებოდა – წარმოუდგენელი გოიმობაა”, ამის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძეს მიაჩნია, რომ ოპოზიციაში “სასოწარკვეთილების პიკია”
“დიდი კაბურით, წინ გამოსაჩენად პისტოლეტი დაიკიდო და მენტორული მიხვრა-მოხვრით გადაადგილდებოდე, .კახა ოქრიაშვილის შემდეგ ადასტურებს, რომ დიახ, ისიც იარაღით დადის. ეს სასოწარკვეთილების პიკია და გასაგებია, მაგრამ ეს არის მტკიცებულება იმისა, რაზეც ჩვენ გუშინ მთელი დღის განმავლობაში ვლაპარაკობდით“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ
მისივე თქმით, ბოლნისში დიმიტრი შაშკინთან ერთად, აღნიშნულ ქალაქში არარეგისტრირებული, არამცხოვრებელი ადამიანები გადაადგილდებიან.