არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩევლების 56,11%-მა მიიღო

  •  

საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პირველი ბრიფინგი გაიმართა, სადაც დაფიქსირებულ  დარღვევებზე ისაუბრეს  და არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა აქტივობა შეაჯამეს.

როგორც ცესკოში განაცხადეს, ამ ეტაპისთვის, ცესკოში შევიდა 289 საჩივარი და უმეტესობა საპროცედურო საკითხებს შეეხება.

„საპარლამენტო არჩევნებზე, ამომრჩევლის აქტივობამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წინასწარი მონაცემებით, 56.11% შეადგინა. ხმა 1 მილიონ 970 540-მა ამომრჩეველმა მისცა. ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთშია 63,8%, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ქვემო ქართლში – 51%” , – განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ.

მსგავსი თემები