ამ ეტაპისთვის, ცნობილია რამდენიმე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ეგზიტპოლის შედეგები, რომელიც ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით ipsos საფრანგეთმა ჩაატარა. კვლევის მიხედვით, მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ ამომრჩეველთა ხმების 35% მოიპოვა, ალეკო ელისაშვილმა – 21%; ბადრი ჯაფარიძემ კი 19%,
ეს არ არის ოფიციალურ მონაცემები. შეგახსენებთ, რომ საუბარია ეგზიტპოლებზე. რაც შეეხება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ხმების დათვლა და შესაბამისად, მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებიათ.