კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა

  •  

“კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდი, რომელიც თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა, გარდაიცვალა,” – ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ლალი ტურძელაძე აცხადებს.

შეგახსენებთ, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფექცირებული 15 წლის გოგონა 2 კვირაზე მეტი მკურნალობდა. 15 წლის გოგონა მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ერთი კვირის წინ პაციენტს გული გაუჩერდა, თუმცა მისი გადარჩენა მაშინ შეძლეს.

“დიახ, სამწუხაროდ დღეს მოხდა ასეთი ტრაგიკული შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვერ შევძელით და ვერ გადავარჩინეთ 15 წლის მოზარდის სიცოცხლე. ეს პაციენტი გახლავთ უკვე საკმაოდ დიდი ხანია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. მას აღენიშნებოდა გარკვეული გართულებები, ასევე, ჩვენ გვქონდა ერთი ეპიზოდი ერთი კვირის წინ, როდესაც პაციენტს ჰქო​ნდა გულის გაჩერება, მაშინ ექიმებმა შეძლეს და გადაარჩინეს პაციენტის სიცოცხლე, თუმცა მისი მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე და დღეს დაფიქსირდა გარდაცვალება,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

მსგავსი თემები