გაერთიანებული ოპოზიციის პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურა მოხსნა.
მისი თქმით, არ აინტერესებს არცერთი თანამდებობა და არც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა საქართველოში.
“მე არ მაინტერესებს არცერთი თანამდებობა, მათ შორის, არც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა საქართველოში, მაგრამ მე სად ვიქნები ფიზიკურად, ჩემი ქვეყნის სამსახურში, ამას გამოვაცხადებ უახლოეს დღეებში,”-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.