პირველი ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში სკოლებში სწავლა მეექვსე კლასის, ხოლო ფოთსა და გორში ყველა კლასის ჩათვლით განახლდება

თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში სკოლებში სწავლის განახლების პარალელურად, მშობლებს დისტანციური მოდელის არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ.

„ჩემ მიერ ჩამოთვლილ ქალაქებში, იქ, სადაც დღეს დისტანციურად არის სწავლა და პირველი ოქტომბრიდან ფიზიკურად საკლასო ოთახებში გრძელდება, მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, აირჩიონ სწავლების დისტანციური მოდელი, რაც ვფიქრობთ ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში სკოლებში სწავლა მეექვსე კლასის, ხოლო ფოთსა და გორში ყველა კლასის ჩათვლით განახლდება.

მსგავსი თემები