რუსთავში მშენებლობაზე მუშა დაშავდა

რუსთავში, „კარფურის“ მშენებლობაზე მუშა დაშავდა.

მშენებლობის პროცესში ამწე ამობრუნდა და სავარაუდოდ, მუშა ქვეშ მოიყოლა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია

მსგავსი თემები