“არ გამოვრიცხავ 2006-2007 წლებში მიღწეული შეთანხმების გადახედვა გახდეს საჭირო” – დავით ზალკანიანი აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე

  •  

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი არ გამორიცხავს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე მოპოვებულმა ახალმა კარტოგრაფიულმა მასალებმა 2006-2007 წლის შეთანხმება შეცვალოს. ამის შესახებ ზალკალიანმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, მასალები ქართულმა მხარემ მოიპოვა და მოწოდებულია აზერბაიჯანისთვისაც.

„საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. როგორც მოგეხსენებათ, გასულ წელს ადგილი ჰქონდა ინციდენტებს დავით გარეჯში. აქტიურად დავიწყეთ მუშაობა ერთობლივი კომისიის ფარგლებში. განახლდა თავად კომისიის შემადგენლობაც. პანდემიის გამო კომისიის შეხვედრები შეფერხდა, თუმცა, მისი მუშაობა არ შეჩერებულა. ჩვენი მხრიდან მოძიებულია ახალი დამატებითი კარტოგრაფიული მასალები და მოწოდებულია აზერბაიჯანისთვის. ამ მასალების გაანალიზების შედეგად, არ გამოვრიცხავ 2006-2007 წლებში მიღწეული შეთანხმების გადახედვა გახდეს საჭირო. ვიმედოვნებ, გვექნება პროგრესი. კომისიამ ეს საკითხი ორმხრივად უნდა გადაწყვიტოს, ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოდ. ორივე მხარეს კონსტრუქციული მიდგომა აქვს ამ საკითხზე”,- განაცხადა ზალკალიანმა.

მსგავსი თემები

One Thought to ““არ გამოვრიცხავ 2006-2007 წლებში მიღწეული შეთანხმების გადახედვა გახდეს საჭირო” – დავით ზალკანიანი აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე”

  1. thanks a lot lots this amazing site will be official along with relaxed