“ევროკავშირი და სხვა პარტნიორები ყურადღებით ვადევნებთ თვალს თუ როგორ წარიმართება საარჩევნო კამპანია” – კარლ ჰარცელი

საქართველოში აკრედიტებულმა ელჩებმა წინასაარჩევნო გარემო შეაფასეს. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირი ყურადღებით წინასაარჩევნო გარემოს აკვირდება.

“რთულია წინასწარ იმის პროგნოზირება, თუ როგორი იქნება საარჩევნო კამპანია, თუმცა წინა არჩევნებიდან გვახსოვს, რომ როცა საქმე პოლარიზებას ეხება, ის რისკის წინაშე აყენებს პოლიტიკურ გარემოს. ევროკავშირი და სხვა პარტნიორები ყურადღებით ვადევნებთ თვალს თუ როგორ შედგება ეს კამპანია. იმედი მაქვს იქნებიან საერთაშორისო დამკვირვებლები და როგორც წინა წლებში, თავდაუზოგავად იმუშავებენ ამ მიმართულებით,” – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობს საქართველოში გაეროს წარმომადგენელიც ლუიზა ვინტონი.

“როგორც ვიცით არჩევნები არის დემოკრატიის ხარისხის მაჩვენებელი. დემოკრატია ვერ იარსებებს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების გარეშე. გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რომ შესაბამის უწყებებს ჰქონდეთ სწრაფი რეაქცია ნებისმიერი სახის ძალადობაზე. მნიშვნელოვანია იმის დემონსტრირება, რომ არ ხდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება კამპანიის ფარგლებში. მმართველი პარტია და მთავრობა ამ კუთხით უნდა იყოს საკმაოდ მკაფიო,” – აღნიშნა ლუიზა ვინტონმა.

მსგავსი თემები