„როცა გავრცელება დაიწყო ვაკეთებდით 200 ტესტს, დღეის მდგომარეობით ვაკეთებთ 9 000 ტესტს“ – გიორგი გახარია

„ეფექტურად მუშაობს სწრაფი კონტაქტების დადგენის სისტემა, ასევე ეფექტურად მუშაობს საკარანტინე სისტემა და ტესტირება“, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა, გიორგი გახარიამ რამდენიმე წუთის წინ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის განცხადებით ქვეყანაში დღეს კორონავირუსს 22 ლაბორატორია ადგენს:

„არ დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანაში, როცა გავრცელება დაიწყო ვაკეთებდით 200 ტესტს და დღეის მდგომარეობით ვაკეთებთ 9 000 ტესტს, აქამდე ამას ადგენდა მხოლოდ მხოლოდ ლუგარის ლაბორატორია, დღეს ასეთი ლაბორატორია არის 22.

ჩვენ კლინიკური მართვის ეტაპზე შევიტანეთ გარკვეული ცვლილებები, აქ იგულისხმება ბინაზე მკურნალობაც და კოვიდ სასტუმროებში მკურნალობაც, რისკ – ჯგუფებს ვმკურნალობთ კლინიკებში, შედარებით მსუბუქებს კი, კოვიდ სასტუმროებში.

ეს ახალი სქემა უკვე ამუშავებულია აჭარაში.“ – განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

მსგავსი თემები