ალექსეი ნავალნის ბინა დააყადაღეს, საბანკო ანგარიში კი გაყინეს


ალექსეი ნავალნის საბანკო ანგარიშები გაყინეს, მისი ბინა კი, რომელიც მოსკოვში მდებარეობს, დააყადაღეს, – ამის შესახებ ნავალნის პრესსპიკერმა კირა იარმიშმა განაცხადა.

„ეს ნიშნავს, რომ შეუძლებელია ბინის გაყიდვა, გაჩუქება ან დაგირავება,“- აღნიშნა იარმიშმა.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 32 დღიანი მკურნალობის შემდეგ ალექსეი ნავალნი ბერლინის საავადმყოფოდან გაწერეს.

მსგავსი თემები