ისარელში საქართველოს საელჩო საყოველთაო კარანტინის გამოცხადებასთან დაკავშირებით იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

ისარელში საქართველოს საელჩო საყოველთაო კარანტინის გამოცხადებასთან დაკავშირებით იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, მიმდინარე წლის 25 სექტემბრის 14:00 საათიდან ისრაელი საყოველთაო კარანტინის რეჟიმზე გადადის. რეგულაციები 11 ოქტომბრამდე რჩება ძალაში.

„ეკონომიკური საქმიანობა სრულად შეიზღუდება, გამონაკლისს წარმოადგენს სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ორგანიზაციები, როგორიც არის: საფინანსო და ენერგეტიკული სექტორი, სოციალური მომსახურეობა, წარმოება და პროდუქტების მიწოდება, კავშირგაბმულობა, მედიცინა, მშენებლობა, ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი და პორტი, დასუფთავების სამსახური.

„იომ ქიფურის“ დღესასწაულის პერიოდში 27-28 სექტემბერს მზის ჩასვლამდე მანქანით გადაადგილება აიკრძალება. ამავე პერიოდში დაიხურება ყველა სავაჭრო ობიექტი, მათ შორის-აფთიაქები.

ასევე, შეგახსენებთ, რომ ძალაში რჩება ადრე დამტკიცებული შეზღუდვები“,- აღნიშნულია ისრაელში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.

მსგავსი თემები