“იაკობ ბრეგვაძისგან გვაქვს მოლოდინი, რომ საქმეზე დაკავებულებთან მიმართებით, მისი ჩვენება მამხილებელი იქნება” – პროკურორი

იაკობ ბრეგვაძის დაკითხვიდან გვაქვს მოლოდინი, რომ მისი ჩვენება გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებთან მიმართებით მამხილებელი იქნება, – ამის შესახებ პროკურორმა, ნანა გუგუტიშვილმა, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს ჩანიშნულ სხდომასთან დაკავშირებით განაცხადა.

პროკურორის თქმით, შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთმა მოწმემ, იაკობ ბრეგვაძემ ვერ ამოიცნო დაკავებულები სახეზე, თუმცა შეუძლია დაადასტუროს, რომ ავტომაგისტრალზე დაზარალებულებს თავს დაესხნენ.

„დღეს ვგეგმავთ დაზარალებულის დაკითხვას იმ ინფორმაციის ირგვლივ, რასაც ის აწვდიდა ბრალდების მხარეს. გვაქვს მოლოდინი, რომ მისი ჩვენება იქნება მამხილებელი ბრალდებულებთან, თითოეულ დაკავებულთან მიმართებით. იაკობ ბრეგვაძესთან ამოცნობა ვერ ჩატარდა, მან კონკრეტული პირების სახის მოყვანილობები და ინდივიდუალური ნიშან-თვისებები ვერ დაასახელა, თუმცა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებდა“, – განაცხადა გუგუტიშვილმა.

მსგავსი თემები