აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 44 109 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1 222 ინფიცირებული

აშშ-ში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 44 109 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1 222 ინფიცირებული.

შესაბამის მონაცემებს „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის ხუთი მილიონ 821 ათასზე მეტი შემთხვევა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 179 708-ს შეადგენს. კორონავირუსით ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობით, აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

მსგავსი თემები