“როდესაც ყველა ავტობუსს შემოვიყვანთ, მათ ერთდროულად, 84 ათასი ადამიანის გადაყვანა შეეძლებათ” – მაია ბითაძე

  •  

დედაქალაქში არსებული ავტოპარკის განახლების შემდეგ, მუნიციპალურ ავტობუსებს ერთდროულად 84 000 მგზავრის გადაყვანა შეეძლებათ, სატრანზიტო დერეფნის მოწყობის შემთხვევაში კი მოძრაობა ბევრად უსაფრთხო გახდება, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ განაცხადა და საზოგადოებას სატრანსპორტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გააცნო.

მისი თქმით, დედაქალაქის მერიის მთავარი მიზანი ქალაქში გადაადგილების გაუმჯობესებაა.

„მოქალაქეებს წლების განმავლობაში, არ ჰქონდათ წვდომა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. შესაბამისად, ყიდულობდნენ ხელმისაწვდომ, იაფ ავტომობილებს. ჩვენი მუშაობის შედეგად, ვფიქრობ, ორ წელიწადში ის შედეგები გვექნება, რაზეც წლებია ვოცნებობთ. თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფანი არის მთელი ჩვენი ქალაქი. ეს არის ის ინფრასტრუქტურა, რომელიც ჩვენს მთავარ მიზნამდე მიგვიყვანს. ჩვენი მთავარი მიზანი კი ქალაქში გადაადგილების გაუმჯობესება, შესაბამისად, ამ ქალაქში ცხოვრების ხარისხის ამაღლებაა, სადაც ქუჩა თანაბრად არის ყველასთვის გადანაწილებული, ტრანსპორტი ლოგიკურად არის დაკავშირებული ერთმანეთთან და ა.შ. რეფორმის დასრულების შემდეგ, როდესაც ყველა ავტობუსს შემოვიყვანთ, მათ ერთდროულად, 84 ათასი ადამიანის გადაყვანა შეეძლებათ, რაც ორმაგი რაოდენობაა. სატრანზიტო დერეფნის მოწყობის შემთხვევაში კი მოძრაობა ბევრად უსაფრთხო გახდება“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მერის მოადგილის განმარტებით, დაიფარება მთელი ქალაქი და ყველა უბანს, მათ შორის თბილისს შემოერთებულ სოფლებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე წვდომა ექნება. გარდა ამისა, ტრანსპორტის მოლოდინის დრო შემცირდება და საშუალოდ, 7-15 წუთი იქნება.

მსგავსი თემები

5 Thoughts to ““როდესაც ყველა ავტობუსს შემოვიყვანთ, მათ ერთდროულად, 84 ათასი ადამიანის გადაყვანა შეეძლებათ” – მაია ბითაძე”

  1. Like!! Great article post.Really thank you! Really Cool.

  2. These are actually great ideas in concerning blogging.

  3. Thanks for fantastic info I was looking for this info for my mission.

  4. SMS

    Your site is very helpful. Many thanks for sharing!