კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა მსოფლიოში 24 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 24 მილიონს აჭარბებს. შეერთებულ შტატებში, რომელიც პანემიის ეპიცენტრს წარმოადგენს, ინფიცირების საერთო შემთხვევებმა 6 მილიონს გადააჭარბა.

მონაცემები სწრაფად მატულობს ლათინურ ამერიკაშიც. ინფიცირების შემთხვევები გაზრდილია იტალიასა და გერმანიაში.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ბერლინში შაბათ-კვირას პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციების ჩატარება აიკრძალა.

მძიმე მდგომარეობაში რჩება უკრაინის ყოფილი პრემიერი იულია ტიმოშენკო, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კოვიდ-19 დაუდგინდა.

გარდაცვალების შემთხვევებმა იმატა რეგიონის ქვეყნებშიც. ბოლო 24 საათში რუსეთში 115, თურქეთში 20, სომხეთში 3, აზერბაიჯანში კი 1 პაციენტი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები