“საერთო ოპოზიციურ ფორმატში მიღებული გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება, მხარდაჭერა ოპოზიციის ერთიან კანდიდატს ექნება” – გიორგი გუგავა

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრის, გიორგი გუგავას განცხადებით, საერთო ოპოზიციურ ფირმატში მიღებული გადაწყვეტილელები გადახედვას არ ექვემდებარება.

მისივე თქმით, „ლეიბორისტული პარტია“ მხარს დაუჭერს იმ კანდიდატს, რომელიც გაერთიანებულმა ოპოზიციამ დაასახელა.

„ჩვენ უნდა ვიაროთ საერთო შეთანხმების და არა დაპირისპირების გზით, რაც იქნება იმის წინაპირობა, რომ არჩევნებში დამარცხდება ოლიგარქი და ქვეყანას გადავიყვანთ ახალ, განვითარების გზაზე. თავისი არგუმენტები ორივე მხარეს აქვს, იმედია, ურთიერთშეთანხმებებით და მოლაპარაკებებით ეს მცირედი წინააღმდეგობები ამოიწურება“, – განაცხადა გიორგი გუგავამ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისნის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ხატია დეკანოიძე წარადგინა.

მსგავსი თემები