miha hamodiii – ასე ეხმიანება “ქართული ოცნების” ოფიციალური გვერდი სააკაშვილის ვიდეომიმართვას

პარტია “ქართული ოცნება” “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს აზიარებს, სათაურით “miha hamodiii”.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა დღეს “ფეისბუქით” მიმართვა გაავრცელა – ის წერს, რომ  წლების გადმოსახედიდან უკეთესად გაიაზრა, როგორ უნდა ემსახუროს ქვეყანას უკეთესად, დაშვებული შეცდომების გამო კი ბოდიშს იხდის.

“ამ შვიდი წლის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი დღე, რომ მე არ დავინტერესებულიყავი საქართველოს ამბებით და ვიცი ზუსტად, რომ ჩემს მუშაობას პრეზიდენტის თანამდებობაზე ფუჭად არ ჩაუვლია და ბევრი რამე რაც ჩვენ შევქმენით დღესაც შენარჩუნებულია და მუშაობს, მაგრამ ამავე დროს, როდესაც საქართველოს ამბებს ვისმენ ზუსტად ვხვდები და ვიცი რომ ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ბევრად უფრო მაგრად, ბევრად უკეთესად და თითოეულ ქართველს შეუძლია იყოს მდიდარი და ეს ჩვენ ერთად გამოგვივა! მე ვბრუნდები!” – წერს სააკაშვილი.

მსგავსი თემები