პირველი ოქტომბრიდან ბაღები აღსაზრდელებს მიიღებს

პირველი ოქტომბრიდან ბაღები აღსაზრდელებს მიიღებს, რეგულაციები კერძო და საჯარო ბაღებისთვის იდენტური იქნება. კერძო სექტორს რეგულაციები ბიზნესომბუდსმენმა და შრომითი ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა გააცნეს.

უახლოეს დღეებში დამტკიცდება პროტოკოლები, რომლებიც საჯარო და კერძო ბაღების გახსნასთან არის დაკავშირებული.

“ჩვენი მიზანი ბიზნესის მხარდაჭერა და მათი მდგრადი გახსნაა. გვესმის ის პრობლემები, რომელიც აქამდე შეჩერებულ ბიზნესს აქვს, მაგრამ ბაღები და კინოთეატრები სკოლებთან ერთად გაიხსნება და ეს გახსნა მდგრადი იქნება,” – აღნიშნა საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა. 

იმისთვის, რომ სააღმზრდელო დაწესებულებებმა ოპერირება განაახლონ, უნდა დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე და მოითხოვონ შემოწმება.

“პირველი ოქტომბრიდან ბაღები ოპერირებას გააგრძელებენ, ამისათვის კი ისინი უნდა დარეგისტრირდნენ შესაბამისი ვებ-გვერდის საშუალებით. ჩვენი მხრიდან სხვადასხვა საზედამხედველო უწყების ჩართულობით შევამოწმებთ მათ,” – აცხადებს  ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე.

მსგავსი თემები