პრეზიდენტი მარგველაშვილი პატიმართა შეწყალების აქტების გამოცემას დროებით წყვეტს

საქართველოს პრეზიდენტი ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემას დროებით წყვეტს.
​როგორც პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ბარნოვზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, საჭიროა კიდევ უფრო ჩაუღრმავდეს ყველა პროცედურულ დეტალს, რის საფუძველზე ღებულობს პატიმართა შეწყალების გადაწყვეტილებას.
„კომისიამ მე მომმართა ამ ადამიანის სრულად გათავისუფლების თაობაზე, მე მხოლოდ გავანახევრე სასჯელი. ამის მიუხედავად, ის 6 თუ 7 თვე რომ არ მომეკლო, ბრალდებული უკვე კალენდარულად მოიხდიდა სასჯელს. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ მე თქვენ გაგაცანით ყველა შემადგენელი ამ გადაწყვეტილების, ჩვენ მაინც უაღრესად მძიმედ აღვიქვამთ, როგორც ამ მოვლენას, ასევე, იმ ფაქტს, რომ ასეთ დანაშაულში ბრალდებული ადამიანის მიმართ ჩვენ შეწყალების მოტივაცია გაგვიჩნდა. ეს ნათლად ასახავს იმ საჭიროებას, რომ ჩვენ კიდევ უფრო ღრმად ჩავუღრმავდეთ ყველა პროცედურულ დეტალს, რის საფუძველზე ვიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენ დროებით ვწყვეტთ ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემას“, – განაცხადა გიორგი მარგველშვილმა.

მსგავსი თემები