შსს-ს 11 თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა  

  •  

ფოთში, შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 თანამშრომელსა და 64 მედპერსონალს კორონავირუსზე გეგმური ტესტირება ჩაუტარდათ, თუმცა, ვირუსი არ დადასტურდა.

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, ფოთი, სავარაუდოდ, კვლავ მწვანე ზონაში დარჩება.

„საბედნიეროდ, შსს-სა და სამედიცინო სფეროს თანამშრომლებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. ვიმედოვნებთ, ფოთი მწვანე ზონაში დარჩება“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.

მისივე თქმით, გამოსაკვლევად დამატებით შსს-ს კიდევ 51 თანამშრომლის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა და პასუხები სავარაუდოდ დღეს გვიან იქნება.

მსგავსი თემები